23 სექტემბერი 2019,   01:16
ვრცლად
ასი ათასობით ლარის ზარალი, რომელიც თბილისის ბიუჯეტს მიადგა - მეორე დღეა, თბილისი სატრანსპორტო კოლაფსში იმყოფება

მეტროს გაფიცვის მეორე დღე და სატრანსპორტო კოლაფსი თბილისში - დილით სამსახურში თბილისელების დიდმა ნაწილმა დააგვიანა, პირველ გაკვეთილზე სკოლაში დროულად ვერ მივიდნენ მოსწავლეები, ბაღებში დააგვიანეს აღსაზრდელებმაც.

ავტობუსები მგზავრების ჭარბ ნაკადს უკვე მეორე დღეა, ვერ იტევს. ტრანსპორტის რიგში ხალხი საათობით დგას. მეტროპოლიტენის დახურვამ და მერიის უშედეგო მოლაპარაკებებმა ასი ათასობით თბილისელს პრობლემები შეუქმნა.

საქართველოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბურმა გაფიცვამ მერიას უკვე 100 ათასობით ლარის ზარალი მოუტანა.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ, თუ ქალაქის მერი გაფიცულების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ამისთვის წელიწადში 700 ათასი ლარი დასჭირდება, დაახლოებით იმდენი, რაც ორდღიანი გაფიცვის დროს ბიუჯეტმა იზარალა. 

დღის ამბები