24 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
თვითონ მთავრობა დაეჯახა სარალიძეს და ამიტომ სარალიძე უნდა დაეჯახოს მთავრობას - აჭარაში სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ

უსამართლობა და დაუსჯელი მკვლელები - ბათუმი ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

„ამ შემთხვევაში თვითონ მთავრობა დაეჯახა სარალიძეს და ამიტომ სარალიძე უნდა დაეჯახოს მთავრობას,“ - ამბობენ ბათუმში. 

აჭარის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი თვლის, რომ აუცილებელია, საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს. თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ ზაზა სარალიძის მდგომარეობა ცალკეულმა პოლიტიკოსებმა საკუთარი მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ.

ბათუმში, ქობულეთში, ხელვაჩაურში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი კი ამბობს, რომ მთავრობა, რომელიც საქმეს ვერ აკეთებს, უნდა წავიდეს.

„შეძრული ვართ ასეთი სისასტიკით. უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“ -აცხადებენ ხელვაჩაურში. 

დღის ამბები