18 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
მრცხვენია, ამდენი შვილმოკლული ადამიანი გვყოლია გვერდში - გურიაში სარალიძის მოთხოვნებს იზიარებენ

„დაისაჯოს მკვლელი“ - ასეთია გურიაში მცხოვრები მოქალაქეების პოზიცია. გამოკითხული მოქალაქეებიდან ყველა ამბობს, რომ ზაზა სარალიძეს მხარს უჭერენ და ამბობენ, რომ მთავრობა უნდა შეიცვალოს.

„მოსცილდეს ივანიშვილის საქართველოს მთავრობას. დაგვანებოს თავი. მრცხვენია, ამდენი შვილმოკლული ადამიანი გვყოლია გვერდში,“ - განაცხადა ოზურგეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

გურიაში ფიქრობენ, რომ სიმართლე აუცილებლად უნდა გაირკვეს.

ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში მცხოვრები მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს იმასაც, რომ ეს მთავრობა უმოქმედოა და ის დროულად უნდა შეიცვალოს.

გამოკითხული მოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილი ამბობს, რომ მთავრობა არ უნდა გადადგეს. რეგიონში თვლიან, რომ მთავრობის და პარლამენტის ცვლილება ქვეყნისთვის დამატებითი ხარჯია.

„ახლა კიდევ ვადამდელი და ის გვინდა უბედურება?!“ - აცხადებენ გურიაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები