23 აპრილი 2024,   21:26
ვრცლად
კაცი მოკლეს და მკვლელი არ არისო... როგორ, მთავრობა არ არის ამ ქვეყანაზე? შესაცვლელია ყველა - იმერეთში მცხოვები მოქალაქეების პოზიცია

ქუთაისი, სამტრედია, ხონი, თერჯოლა, ზესტაფონი - იმერეთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობა ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებს.

სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობა თვლის, რომ ზაზა სარალიძემ ისევე, როგორც მალხაზ მაჩალიკაშვილმა, სამართალს უნდა მიაღწიონ.

რეგიონში ამბობენ იმასაც, რომ სოლიდარობის აქციის ალტერნატიულ აქციას გმობენ.

„კაცი მოკლეს და მკვლელი არ არისო... როგორ? მთავრობა არ არის ამ ქვეყანაზე? შესაცვლელია ყველა,“ - ამბობენ სამტრედიაში.

რაც შეეხება ზაზა სარალიძის მოთხოვნას მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე მოქალაქეების აზრი ორად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ არა მარტო მთავრობა, არამედ პარლამენტის შემადგენლობაც უნდა შიეცვალოს.

„მიშაზე უარესი გამოდგნენ ესენი,“ - აცხადებენ სამტრედიაში.

რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი კი ვადამდელი ცვლილებების წინააღმდეგია. ისინი ამბობენ, რომ ეს გამოძიებას არ დააჩქარებს. ამასთან ამბობენ იმასაც, რომ არჩევნებზე მოქმედ ხელისუფლებას გამარჯვების შანსი არა აქვს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები