19 ივნისი 2019,   16:08
ვრცლად
მე შვილმკვდარი დედა ვარ და ვიცი, როგორია, დამნაშავე გარეთ რომ დადის - ქვემო ქართლში სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ

„განვითარებულ  ქვეყანას ვეკუთვნით და წესით, არ უნდა იყოს ასეთი დანაშაულები და მითუმეტეს, გამოუძიებელი. ჩვენ მთავრობას დიდი ხანია, სძინავს და დროა, გამოფხიზლდეს,“ - ასე ფიქრობს ქვემო ქართლის მოსახლეობის დიდი ნაწილი.

რუსთავში, გარდაბანში, ბოლნისსა და მარნეულში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი ვადამდელი არჩევნებს მხარს უჭერს და ამბობენ, რომ უსამართლობას ხალხი სისტემატურად აწყდება.

მათივე თქმით, ქვეყანაში სრული განუკითხაობაა.

„მე შვილმკვდარი დედა ვარ და ვიცი, როგორია გამოუძიებელი საქმე და დამნაშავე გარეთ რომ დადის. უნდა გადადგეს მთავრობა იმიტომ, რომ ყველაფერი ძალიან ცუდად მიდის. მარტო ეგ საქმე არა,“ - ამბობს რუსთავში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე.

მოქალაქეების ნაწილი კი საპროტესტო აქციების წინააღმდეგია და მიაჩნია, რომ მთავრობა არ უნდა გადადგეს. ისინი ამბობენ, რომ სოლიდარულები არიან ზაზა სარალიძის მიმართ, თუმცა, პოლიტიკურ ნაწილში მისი მოთხოვნა კატეგორიულია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები