16 სექტემბერი 2019,   19:16
ვრცლად
სამცხე-ჯავახეთში ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს სოლიდარობას უცხადებენ

სამცხე-ჯავახეთში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის ოჯახს სოლიდარობას უცხადებენ. ისინი ასევე მხარდაჭერას უცხადებენ პანკისში მოკლული ახალგაზრდის, თემირლან მაჩალიკაშვილის, მამას.

სამცხე-ჯავახეთში სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ და აცხადებენ, რომ გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს.

„ამ კაცმა უნდა იბრძოლოს იმისთვის, რომ სიმართლეს მიაღწიოს და თავისი შვილის მკვლელები დაისაჯონ,“ - ამბობს ახალციხეში მცხოვრები.

ადგილობრივების ნაწილი მთავრობის ცვლილების აუცილებლობაზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პროცესში არ უნდა გადაიზარდოს მხარდამჭერი აქციები.

„ამხელა დრო გავიდა, გაწელეს, გამოწელეს და არაფერი არ გააკეთეს და ახლა იძახიან, რომ გამოვიძიებთო და წავიდნენ და ვინც მოვა ახალი მთავრობა, ისინი გამოიძიებენ,“ - აცხადებს ასპინძის ერთ-ერთი მკვიდრი.

დღის ამბები