20 აპრილი 2024,   04:24
ვრცლად
ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საქმე გამოიძიონ, ხელს აფარებენ დამნაშავეებს - შიდა ქართლში ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ

შიდა ქართლში ზაზა სარალიძეს სოლიდარობას უცხადებენ. მათი თქმით, უმნიშვნელოვანესია, რომ გამოძიება ჩატარდეს და სამართალი აღსრულდეს.

„მხარს ვუჭერ ზაზა სარალიძეს, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, მაგრამ ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საქმე გამოიძიონ, ხელს აფარებენ დამნაშავეებს, ფაქტი სახეზეა,“ - ამბობს ქართლში მცხოვრები.

მოსახლეობის თქმით, დაუსჯელობის სინდრომი გაჩნდა. ქართლელები მთავრობის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ არსებულმა რეალობამ ამ ცვლილების საჭიროება დააყენა.

მოსახლეობის ნაწილი კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობას ვერ ხედავს.

ისინი პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს უცხადებენ და ამბობენ, რომ სიმართლე უნდა გაირკვეს.

დღის ამბები