20 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
ძლიერი მიწისძვრა საქართველოში - სეისმოლოგები განმეორებით ბიძგებს არ გამორიცხავენ

ძლიერი მიწისძვრა საქართველოში - 5.6 მეათედი მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგების ეპიცენტრი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვართან ახლოს მდებარეობდა. შესაბამისად ყველაზე ძლიერად მიწისძვრა დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტში იყო საგრძნობი. სტიქიას ნგრევა არ გამოუწვევია - არ არის ინფორმაცია მიყენებული ზიანის შესახებაც. დედოფლისწყაროს გარდა ძლიერი ბიძგები შეინიშნებოდა სხვა რეგიონებშიც, ასევე თბილისში. სეისმოლოგები განმეორებით ბიძგებს არ გამორიცხავენ, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ ის მომხდარზე გაცილებით ნაკლები სიმძლავრის იქნება.

დღის ამბები