20 აპრილი 2024,   19:15
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცების შემდეგ, დირბის ეკლესიის წინამძღვარი, გორის პოლიციაში სეკითხვებს რამდენიმე საათი პასუხობდა

გორის პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველთა კითხვებს დირბის ეკლესიის წინამძღვარი რამდენიმე საათის განმავლობაში პასუხობდა. მამა იოანე ოხანაშვილი რუსმა ოკუპანტებმა დღის ბოლოს, 12-საათიანი ტყვეობის შემდეგ გაათავისუფლეს.

დირბის ეკლესიის წინამძღვრის გასათავისუფლებლად საოკუპაციო რეჟიმთან მოლაპარაკებებს ქართველ სამართალდამცველებთან ერთად საპატრიარქოც აწარმოებდა, რომელმაც მამა იოანე ოხანაშვილის გათავისუფლება რუსეთის საპატრიარქოს სთხოვა. ეს ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ოკუპანტებმა საეკლესიო პირი გაიტაცეს.

დღის ამბები