20 აპრილი 2024,   16:19
ვრცლად
დედაქალაქის მთავრობა მეტროს მართვის სადავეების გადაცემას რუსული კომპანიისთვის აპირებს - ხაბეიშვილი

საკრებულოს ოპოზიცია მეტროს მართვის სადავეების ერთ-ერთი რუსული კომპანიისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ საუბრობს და მერიისგან ამ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას ითხოვს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, დედაქალაქის მერია სტრატეგიული ობიექტის, მეტროს მართვის სადავეების გადაცემას რუსული კომპანია "ოპორასთვის" აპირებს.

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ გაიმართა, თუმცა გარიგების დეტალები ჯერ ცნობილი არ არის.

„დედაქალაქის მთავრობა აწარმოებს მოლაპარაკებებს რომ მეტროს მართვის სადავეები გადაეცეს კონკრეტულ კომპანიას სადაც წილებს ფლობს რუსეთის ფედერაციაში დაფუძნებული კომპანია და კონკრეტულად ვინმე გენადი  სტრელცოვი.

საბოლოოდ შესაძლოა მივიღოთ ის, რომ სტრატეგიული ობიექტი გადავცეთ მტრის კომპანიას რომელიც წარმოდგენილია საქართველოში ელექტრო ვაგონშემკეთებელი ქარხნის სახელით,

მიუხედავად იმისა, რომ 50% ფლობს დედაქალაქის მერია ამ კომპანიაშიც, 50% მფლობელი არის სწორედ ეს რუსული კომპანია.

არსებობს საფრთხე, მითუმეტეს ჩვენ კახი კალაძისგან ვართ ნაჩვევი და გვინახავს როგორ გაუტარებია იგივე გაზპრომთან მიმართებაში რუსული ინტერესები.

ეს არის სახიფათო თამაში, როცა სტრატეგიული ობიექტი შესაძლოა ხელში ჩაუვარდეს რუსეთის ფედერაციას“ -აცხადებს ხაბეიშვილი.

დღის ამბები