18 აპრილი 2024,   09:18
ვრცლად
მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა

მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა. როგორც „რუსთავი2“-ს სატრანსპორტო კომპანიიდან განუცხადეს დედაქალაქში არსებული 23 მეტროსადგური სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.

მეტროს მემანქანეებმა სამდღიანი პროტესტი  გვიან ღამით შიდა კონსულტაციების შემდეგ შეწყვიტეს.

მემანქანეების თქმით, მათი ხელფასების მომატებაზე პასუხისმგებლობა თავად თბილისის მერმა აიღო, თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის გაიზრდება მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ანაზღაურება, უცნობია.

დღის ამბები