16 აპრილი 2024,   23:04
ვრცლად
ფოთში ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს მოსწავლე ბულინგში ადანაშაულებს 

ფოთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე პედაგოგის მხრიდან განხორციელებულ ბულინგზე საუბრობს.

ინციდენტი მათემატიკის გაკვეთილზე მოხდა და ის საკონტროლო ამოცანის ამოხსნას მოჰყვა.

მოსწავლის მშობელი ,,კურიერთან,, ჰყვება, რომ პედაგოგმა მის შვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თავად პედაგოგი კი ამ ინფორმაციას უარყოფს.

საქმეში ჩართულია სოციალური აგენტი, მე-9 კლასელ გოგონასთან ფსიქოლოგიც მუშაობს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 126 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

მომხდარს ფოთის პოლიცია იძიებს.

დღის ამბები