25 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
თელავს გერმანულმა ქალაქმა ხარის სპერმა აჩუქა 

"ლეიბორისტული" პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თელავის მერიასთან ძროხასთან ერთად მივიდა. 

ნიკა ვარდოშვილის პერფორმანსი მერიის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც თელავში გერმანიიდან 2 ათასი ევროს ღირებულების ხარის სპერმა გამოიგზავნა. 

ოპოზიციური პარტიის წევრის თქმით, ხარის სპერმა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოთხოვნით, დამეგობრებული ქალაქ ბიბერახიდან გამოიგზავნა. და ის 400 სული ძროხის განაყოფიერებას უნდა მოხმარდეს. 

ვარდოშვილის პერფორმანსს ადგილობრივ ხელისუფლებაში უპასუხეს.

მერის მოადგილის განმარტებით, სპერმის მიღება დამეგობრებული ქალაქების ერთობლივი პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტში ფერმერებისა და მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ხელოვნური განაყოფიერება სპეციალურ ლაბორატორიაში მოხდება.

დღის ამბები