19 აპრილი 2024,   05:38
ვრცლად
რადგან არსებობს შეგრძნება, რომ პროკურატურას არ ვენდობით და ვენდობით საგამოძიებო კომისიას, მაშინ პრობლემა გვქონია - დავით ჭიჭინაძე

„თუ ამ კომისიას უფრო მეტი ნდობა აქვს, ვიდრე პროკურატურას, ვფიქრობ, ამ ქვეყანაში მაშინ სერიოზული პრობლემები ყოფილა გამოძიების თვალსაზრისით და საერთოდ სიმართლის დადგენის თვალსაზრისით,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

ჭიჭინაძემ კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა და კენჭისყრის დროს წინააღმდეგ მისცა ხმა.

„ქართული ოცნების“ წევრს კითხვები აქვს თუ რატომ უნდა იყვნენ საგამოძიებო კომისიის შემადგენლობის უმრავლესობაში ოპოზიცია, მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობაში „ქართული ოცნება“.

„არ მგონია, ეს ხალხი უფრო სამართლიანი, კომპეტენტური და პატიოსანი იყოს, ვიდრე პროკურატურის თანამშრომლები, მაგრამ რადგანაც დღეს ჩვენთან არსებობს ასეთი შეგრძნება, რომ პროკურატურას არ ვენდობით და ვენდობით ამ საგამოძიებო კომისიას, მაშინ სერიოზული პრობლემა გვქონია,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები