25 აპრილი 2024,   14:48
ვრცლად
"დაფიქსირდა ე.წ. ორგანიზებული ვირუსული შეტევა, ანუ ტროლინგი" - პრემიერის ადმინისტრაცია ყალბი ექაუნთების გამოყენებას უარყოფს

პრემიერ-მინისტრის "facebook" გვერდზე განხორციელდა ვირუსული შეტევა - ასეთია მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე გაჩნდა ყალბი ექაუნთების ე.წ. ლაიქები.

საუბარია სოციალურ აქციაზე „დასცინე პრემიერს“, რომელიც კვირიკაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის შემცველ განცხადებას მოჰყვა.

მომხმარებლები განცხადებას ე.წ. „ჰაჰა რეაქციით“ ალაიქებდნენ. მალევე განცხადებაზე გაჩნდა  მოწონებები, რომლებსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების სახელით და გვარებით ყალბი ექაუნთების მიერ კეთდებოდა. 

რაც შეეხება განცხადებაზე დაწერილ კომენტარებს, რომელიც პრემიერის "facebook" გვერდის" ადმინის მიერ წაიშალა.

მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის თანამშრომელი ქეთი რუხაძე განმარტავს, რომ მათ მიერ წაშლილი იქნა მხოლოდ შეურაცხმყოფელი კომენტარები.

„დაფიქსირდა ე.წ. ორგანიზებული ვირუსული შეტევა, ანუ ტროლინგი, რომელსაც კონკრეტული ჯგუფები თუ ფეისბუქ მომხმარებლები მიმართავენ პროტესტის გამოსახატად. პოსტზე რეაქციის გამოხატვას მოჰყვა კრიტიკული კომენტარები და არაეთიკური კომენტარების მატება. რაზეც გვერდის ადმინისტრაციას ჰქონდა შესაბამისი ადეკვატური  რეაგირება და გვერდიდან წაიშალა მხოლოდ არაეთიკური კომენტარები,“-განაცხადა ქეთი რუხაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები