14 ოქტომბერი 2019,   04:09
ვრცლად
"სუს-ი სამარცხვინო პიარკამპანიით არის დაკავებული... ჩვენი ვალია მოსახლეობას განვუმარტოთ რა უსამართლობას ებრძვის სარალიძე" - ზაალ უდუმაშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი ზაალ უდუმაშვილი და გორის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბადრი ბასიშვილი, გორის მოსახლეობას შეხვდნენ.

მათ იმ პროცესებზე ისაუბრეს, რომელიც გასული კვირის მთავარი თემა იყო - სარალიძის და მაჩალიკაშვილის გარდა საუბარი სხვა გამოუძიებელ საქმეებს და 10 ივნისს დაგეგმილ აქციასაც შეეხებოდა.

„ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ თუ რითი არის დაკავებული სახელმწიფო სამსახური. რა სამარცხვინო პიარ კამპანია ააგორეს, როგორც აქციის მონაწილეების მიმართ, ისე პირადად ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ და ბოლოს იქამდეც კი დაეცნენ, რომ მოკლულ დათუნა სარალიძის წინააღმდეგ დაიწყეს შავი პიარი. ნუ ეს არის უკვე ფსკერი, სადაც დაეშვა საქართველოს ხელისუფლება, ახლა ჩვენი ვალია მოსახლეობას შევხვდეთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ განვუმარტოთ რეალურად რა უსამართლობას ებრძვის ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

დღის ამბები