20 აპრილი 2024,   01:00
ვრცლად
სექსუალური შევიწროების სკანდალი - ნინია კაკაბაძეს, ბაია პატარაიას და კიდევ 6 ქალს ზვიად დევდარიანი სასამართლოში უჩივის

სკანდალური ბრალდებების ადრესატი - ზვიად დევდარიანი სასამართლოს მიმართავს და რვა ქალს ღირსებისა და პატივის შელახვისთვის უჩივის. „სიდას“ ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ სექსუალური შევიწროების ბრალდებით კამპანია მხოლოდ იმიტომ აუგორეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი არ გამხდარიყო.

ზვიად დევდარიანისგან განსხვავებით, მედიასთან მინიშნებებს ვის უჩივიან სასამართლოში , მისი ინტერესების დამცველი აჟღერებს. ერთ-ერთი, ვისაც ადვოკატის მომზადებულ სარჩელში მოხვდება, სავარაუდოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის მოქმედი წევრი - ნინია კაკაბაძე იქნება.

ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად პარლამენტის ფრაქცია „ევროპულმა საქართველომ“ წარადგინა, ზვიად დევდარიანი სახალხო დამცველის კვოტით მონაწილეობდა. კაკაბაძისთვის სრულიად გაურკვეველია, რა კვეთა ჰქონდა მას დევდარიანთან, რადგან ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში მას დევდარიანით ვერ ჩაანაცვლებდნენ.

დევდარიანის უფლებადამცველის, დიმიტრი გაბუნიას მიერ მომზადებულ სარჩელში, სავარაუდოდ, ასევე ბაია პატარაიაც მოხვდა. ის იყო ერთ-ერთი, ვინც ზვიად დევდარიანის მხრიდან შესაძლო ძალადობისა და ადევნების ფაქტებზე ღიად და საჯაროდ საუბრობდა.

ზვიად დევდარიანი მის მისამართით დაწერილ საჩივრებს რამდენიმე დღის წინ გაეცნო. ის და მისი ადვოკატი ირწმუნებიან, რომ ქალებს, რომლებიც „სიდას“ ყოფილ აღმასრულებელ დირექტორს სექსუალურ შევიწროებასა და ადევნებაში ადანაშაულებენ, საჩივარში არაფერი კონკრეტული არ მიუთითებიათ და საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

დღის ამბები