24 აპრილი 2024,   01:02
ვრცლად
ერგნეთში ოთხმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად უჩა ნანუაშვილი ჩავიდა

ერგნეთში, სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრა მიმდინარეობს ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ჩავიდა.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, ის ერგნეთის შეხვედრაზე დასასწრებად ჩავიდა როგორც უფლებადამცველი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი.

ნანუაშვილის თქმით, აუციელებელია არჩილ ტატუნაშვილის ინტერესების დამცველები იმყოფებოდნენ ადგილზე, რათა ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი იყოს ყველა შეხვედრაზე რიგითი პირველი საკითხი.

„აქ ვარ როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი. სწორედ ცენტრი წარმოადგენს არჩილ ტატუნაშვილის ინტერესებს. მე ვფიქრობ მნიშვნელოვანია ყველა ასეთი ფორმატის გამოყენება ინფორმაციის მიწოდება შეხვედრის მონაწილეებისთვის. მივიღებთ ინფორმაციას რამდენად რეაგირებს საერთაშორისო მექანიზმები,“-აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

ნანუაშვილის თქმით, ის აპირებს ყველა მხარეს გააცნოს ახალი ინფორმაცია ექსპერტიზის იმ დასკვნის შესახებ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. ნანუაშვილის თქმით, ყველა ზომა უნდა იქნას გამოყენებული, რათა ტატუნაშვილის მკვლელები სათანადოდ დაისაჯონ.

დღის ამბები