18 აპრილი 2024,   15:18
ვრცლად
"ძიუდოს ფედერაციაში ქევხიშვილის წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა" - შოთა ხაბარელმა

„დავით ქევხიშვილის გადადგომის შემდეგ, ძიუდოს ფედერაციაში არაფერი შეცვლილა,“- ეს განცხადება პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ხაბარელმა გააკეთა. ხაბარელი სპორტის სამინისტროს მოუწოდებს, უმოკლეს დროში მოგვარდეს პრობლემა, კერძოდ კი მისი განცხადებით ფედერაციაში კვლავ არიან ადამიანები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტისა და მისი გუნდის პოზიციებს ატარებენ. პარლამენტის წევრი თვლის, რომ აუცილებელია შეიქმნას საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის შექმნიდან ერთ თვეში რიგგარეშე ყრილობა გაიმართება.

„ფაქტობრივად არაფერი არ შეცვლილა, წავიდა ქევხიშვილი, მაგრამ დარჩა იგივე ხალხი, ვინც ამ პროცესებს უწყობდა ხელს, უფრო უარეს ჭრილში გადავედით, უფრო რევანშისტული რაღაცეები ხდება, ეს უფრო ცუდ პროცესებამდე მიგვიყვანს. გამოსავალი აქ არის ერთი, რომ შესაბამისმა უწყებებმა მიიღონ გადაწყვეტილება, ამის ბერკეტი არსებობს,“- განაცხადა ხაბარელმა.

დღის ამბები