24 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები ვიცე-მერებს ხვდებიან

ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები ვიცე-მერებს ხვდებიან. მათ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ის პრობლემები გააცნეს, რაც საცხოვრისში შესახლების შემდეგ აწუხებთ.

უსახლკაროები ამბობენ, რომ შენობა ფაქტობრივად ამორტიზებულია და იქ ცხოვრება სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

ვიცე-მერის თქმით, სამხარაულის დასკვნა უკვე გადაეგზავნა საგამოძიებო უწყებებს, სადაც წერია, რომ სამუშაოები დარღვევებით არის ჩატარებული. კომპანია ,,სანის" კი დარღვევების აღმოფხვრა უკვე დაევალა.

შეგახსენებთ, რომ სოციალური საცხოვრისი 2017 წელს გაიხსნა.

დღის ამბები