15 ივლისი 2019,   23:01
ვრცლად
თქვენ ამობუგეთ ჩემი ოჯახი, თქვენ დამტოვეთ მე უძეოდ, თქვენ დახვრიტეთ ჩემი შვილი - მაჩალიკაშვილი ხელისუფლებას დამნაშავეთა დასასჯელად ვადას 10 ივნისამდე აძლევს

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ხელისუფლებას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრს შეცდომის აღიარებისა და დამნაშავეების დასასჯელად ვადას 10 ივნისამდე აძლევს. 

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პირველი ინტერვიუ "კურიერს" მისცა. 

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ პრემიერი თავდაპირველად მასთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადების შემდეგ გამოთქვა შეხვედრის მზადყოფნა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის თქმით, პრემიერის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მან უთხრა პრემიერს, რომ სახელმწიფომ ჩაატარა მის ოჯახში ტერორისტული აქტი.

„თქვენ სახელმწიფომ ჩაატარეთ ჩემთან ოჯახში ტერორისტული აქტი, თქვენ ამობუგეთ ჩემი ოჯახი, თქვენ დამტოვეთ მე უძეოდ, თქვენ დახვრიტეთ ჩემი შვილი თემირლანი უძეოდ, თქვენ ამოწყვიტეთ მთელი ჩემი ოჯახი, ეს იყო საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან ჩატარებული ტერორისტული აქტი და ის არ იკმარეთ, თქვენ ყაჩაღებმა სახლიდან ფულიც მომპარეთ... ამის გარდა, მე სულ არ მაინტერესებს არანაირი დეტალები, სრული გამოძიება იქნება, თქვენ საქმის კურსში იყავით, არ იყავით, დაისაჯოს გომელაური, დაისაჯოს გოგაშვილი, დაისაჯოს სპეცრაზმელი,“ - განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მან ასევე, ხელისუფლებას თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის აღიარებისკენ მოუწოდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, შეხვედრიდან გაირკვა, რომ პრემიერი პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებს არ იცნობდა და დაჰპირდა, რომ პირად კონტროლზე აიყვანდა.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციაში მონაწილეობას სუს-თან ერთად შსს-ს წარმომადგენლები იღებდნენ. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით შს მინისტრთან არ უსაუბრია.

მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები სისტემატიურად უთვალთვალებენ. 

დღის ამბები