18 აგვისტო 2019,   05:49
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილის ულტიმატუმი კვირიკაშვილს - მოკლული 19 წლის ახალგაზრდის მამა დუმილს არღვევს და პრემიერთან შეხვედრის დეტალებს ჰყვება 

სამი დღე ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე - მალხაზ მაჩალიკაშვილი გიორგი კვირიკაშვილისგან პირობის შესრულებას ელოდება. სწორედ 10 რიცხვამდე მისცა ვადა სპეცრაზმის მიერ ლოგინში მოკლული 19 წლის მოზარდის მამამ მთავრობის მეთაურს იმისთვის, რომ საქმის დეტალებში გაერკვეს.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში ორშაბათს გაიმართა. მას შემდეგ მალხაზ მაჩალიკაშვილი პრემიერისგან შეცდომის აღიარებას, მისი შვილის უდანაშაულოდ გამოცხადებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.

გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ დღეს პირველი ინტერვიუ მალხაზ მაჩალიკაშვილმა "კურიერს" მისცა.

მისი თქმით, ამ შეხვედრიდან, რომელსაც შს მინისტრიც ესწრებოდა დარჩა განცდა, რომ პრემიერმა სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალები არ იცოდა. ამიტომ თავად მიაწოდა ინფორმაცია როგორ იქცეოდნენ 26 დეკემბერის ღამეს მის სახლში სპეცრაზმელები და სამართალდამცველები.

ულტიმატუმის ვადის ამოწურვას ელოდება პანკისის ხეობაც. თუ პრემიერი დაპირებას არ შეასრულებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არ აღიარებს, რომ მოკლულ მაჩალიკაშვილს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონდა, მაშინ მოსახლეობა თბილსში დაგეგმილ მრავალათასიან აქციებს შეუერთდება.

ვიდრე პრემიერი პასუხს გასცემს, მოკლული მაჩალიკაშვილის ოჯახი თვალთვალის ობიექტია. დღეს ოჯახის ადვოკატმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართა და შესაძლო თვალთვალის ფაქტის გამოძიება მოითხოვა.

 

ავტორები: ნინო გაზდელიანი, ია გულიაშვილი.

დღის ამბები