20 აპრილი 2024,   07:42
ვრცლად
ცნობილი ნორვეგიელი მწერალი ერლნედ ლუ საქართველოში ჩამოვიდა

ნორვეგიელი მწერალი, რომლის წიგნებიც 20-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი საქარველოში იმყოფებოდა.

ერლენდ ლუსთან შეხვედრა მის გამომცემლებს და ქართველ მკითხველსაც შეეძლო. მას მასპინძლობა ქართველმა კოლეგამ არჩილ ქიქოძემ გაუწია.

ერლენდ ლუ საქართველოში ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სამი საპატიო სტუმარი ქვეყნის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩამოვიდა. შეხვდა მის ქართველ მთარგმნელს და გამომცემლებს.

მწერალმა თავის ახალ და ძველ რომანებზე ქართველ მკითხველთან ისაუბრა. მან „სანტა ესპერანსაში“ გამართულ წიგნის შეხვედრაზე მის საყვარელ მწერლებზეც ისაუბრა.

ახალი ქართული პროექტის ფარგლებში საქართველოში კიდევ ერთი ცნობილი მწერალი მიშელ უელბეკი ჩამოვა.

დღის ამბები