25 აპრილი 2024,   08:42
ვრცლად
გვაქვს მკაფიო მოლოდინი, რომ პროგრესი იქნება გაცხადებული საჯარო განცხადებაში, რომელსაც ნატოსთან ერთად საქართველო მიიღებს - იზორია 

ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალი გრძელდება. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ახალ შტაბბინაში რამედნიმე საათში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაა დაგეგმილი, რომელსაც ალიანსის გენერალური მდივანი გახსნის.

შეხვედრას დაესწრება საქართველოს თავდაცვის უწყების პირველი პირი. ლევან იზორია შეკრებილებს სიტყვით მიმართავს. მანამდე კი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინისტერიალის ფარგლებში კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა.

ხორვატიის თავდაცვის სამინისტროსთან გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

„გვაქვს ძალიან მკაფიო მოლოდინი იმისა, რომ ეს პროგრესი, რაც ამ მიმართულების ფარგლებში დაფიქსირდა საქართველოში, იქნება გაცხადებული საჯარო განცხადებაში, რომელსაც ნატოსთან ერთად საქართველო მიიღებს, რაც იქნება მყარი საფუძველი ერთ-ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის,“-განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.

დღის ამბები