20 აპრილი 2024,   15:37
ვრცლად
ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში - თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის პრემიერა 

ენერგოეფექტურობა ტრადიციულ ქართულ არქიტექტურაში - ამ სახელწოდების დოკუმენტური ფილმების სერია ​დოკუმენტალისტმა თომა ჩაგელიშვილმა მოამზადა .

ფილმები თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, სვანეთსა და ხევსურეთშია გადაღებული. სერიალში ნაჩვენებია, თუ როგორ შენდებოდა საქართველოში სახლები და ქალაქები, რამდენად ითვალისწინებდნენ გარემოსა და კლიმატის ცვლილებებს მშენებლობისას.

ფილმის პრეზენტაცია 300 წლის წინ აშენებულ საცხოვრებელ სახლში გაიმართა, რომელიც ძველ თბილისში მდებარეობს. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.

დოკუმენტური ფილმების ნახვის შესაძლებლობა „რუსთავი2-ის“ მაყურებელს უახლოეს პერიოდში ექნება.

დღის ამბები