25 აპრილი 2024,   04:07
ვრცლად
2017 წლის ბიუჯეტი - ენმ-ს წევრები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ 

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ფინანსთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. 

უწყების წარმომადგენელმა საპარლამენტო ოპოზიციას 2017 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში გააცნო.

ენმ ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს აკრიტიკებს. პარტიაში მიიჩნევენ, რომ საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება.

„საბიუჯეტო პროცესები მიდის ხარვეზებით ეს გავლენას ახდენს ქვეყნის მაკროეკონომიკურ ცხოვრებაზე მათ შორის ლარის გაუფასურების კუთხით. ის შეიცავს მრავალ კორუფციულ რისკს როდესაც ბიუჯეტი არათანაბარზომიერად იხარჯება არადროულად სრულდება, ტენდერები დროზე ვერ ტარდება მილიონობით ლარის ღირებულების შესყიდვები სრულდება და გაუმჭირვალეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის ფული იხარჯება არაეფექტიანად,“ - აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

"ნაციონალური მოძრაობის" კრიტიკას არ ეთანხმება ფინანსთა მინისტრის მოადგილე. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ 2017 წლის ბიუჯეტი უპრეცენდენტოდ კარგად იქნა შესრულებული.

„როგორც შემოსავლების ნაწილი ასევე ხარჯვითი ნაწილი, გვაქვს 100%-იანი შესრულება. ამიტომ ჩემთვის ცოტა გაუგებარია რას ასრულებენ არადადებითად და რატო შეიძლება არ მოსწონდეთ ამ ბიუჯეტის შესრულება, დაგეგმილი ნაწილი რაც იყო ის ნაწილი შესრულდა ვფიქრობ რომ 2017 წლის ბიუჯეტის შესრულება იყო უპრეცენდენტოდ კარგი,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ.

 

 

დღის ამბები