23 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
"თეა წადი" - იუსტიციის სახლში შავი ბუშტები გაუშვეს

სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა, სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, იუსტიცის სახლში შავი ბუშტები გაუშვა წარწერით „თეა წადი.“ ამ ფორმით მათ იუსტიციის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

"ეს არის ყველაზე სამარცხვინო და უპასუხისმგებლო მინისტრი ჩვენი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში რაც გამოვცადეთ. ეს არის მინისტრი რომელმაც დადებითად შეაფასა შოთაძის საქმიანობა, მინისტრი რომელიც არაფრად აგდებს სასამართლო ხელისუფლებას და მუდმივად შეურაცხყოფას აყენებს და ცდილობს დააკნინოს სხვადასხვა ფორმით და არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, მინისტრი, რომელმაც გატენა მთელი სისტემა პარტ-აქტივით,"-აცხადებს ანა სუბელიანი.

თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით აქცია დღეს 19:00 საათზე იუსტიციის სახლთან გაიმართება.

აქციაში არასამთავრობო სექტორო და სამოქალაქო აქტივისტები მიიღებენ მონაწილეობას.

"კურიერის" ინფორმაციით, აქციაზე მისვლას გეგმას საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი, ეკა მესხიძე, რომელიც სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. ეკა მესხიძემ წერილი თეა წულუკიანს მისწერა, თუმცა, მან ამ ფაქტზე რეაგირება არ მოახდინა.

ძალადობაში დადანაშაულებული საჯარო რეესტრის ხელმძღვანელი, პაპუნა უგრეხელიძე მას შემდეგ გადადგა, რაც რეპორტაჟი ამ თემაზე „კურიერმა“ მოამზადა.

ბუშტების გაშვების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე წუთში, იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა წარწერა და ბუშტები ჩამოხსნეს.

დღის ამბები