14 ოქტომბერი 2019,   04:01
ვრცლად
ვინ აიღო პასუხისმგებლობა ბულინგზე, რომელსაც 2 არასრულწლოვნის მსხვერპლი მოჰყვა? - ომბუდსმენი 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართავს

იყო თუ არა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძე მოძალადე - გარდაცვლილი მოზარდის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას მამა, ზაზა სარალიძე გამოეხმაურა.

მოკლულის მამამ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას მიმართა, რომ გაევრცელებინა განცხადება დავით სარალიძის პიროვნების შესახებ.

შესაძლო ბულინგის და მისი შესწავლის აუცილებლობაზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარია დაინტერესდა, შეისწავლა თუ არა 51-ე სკოლის ადმინისტრაციამ შემთხვევა, რასაც მოჰყვა ორი მოზარდის მკვლელობა.

„მოთმინებით ველოდი განათლების სამინისტროს, სკოლის ადმინისტრაციის, დათო სარალიძის პედაგოგების პოზიციებს მომხდართან დაკავშირებით. მაინტერესებს, სკოლამ შეისწავლა ბულინგი, რომელსაც 2 არასრულწლოვნის მსხვერპლი მოჰყვა? ვინ აიღო პასუხისმგებლობა ამაზე? რა შეცვალეთ ამ და სხვა სკოლებში ამ ყველაფრის შემდეგ? რატომ არ იცავთ გარდაცვლილ ბავშვს ცილისწამებისგან?”- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

დღის ამბები