18 აპრილი 2024,   21:20
ვრცლად
ბიჭი, რომელიც ცეკვავდა მუდმივად დერეფანში, რეპავდა და ამბობდა, რომ „მე ვარ ბიჭი პოზიტივი“ – 51-ე სკოლის დირექტორი დავით სარალიძეზე საუბრობს

51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა დღეს ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის შესახებ ისაუბრა. მანანა თურქაძე მოკლული  მოზარდის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დავით სარალიძეს არასოდეს ჰქონია კონფლიქტი სკოლაში. თურქაძის თქმით, სიცრუეა რომ სარალიძე მოსწავლეებს აბულინგებდა.

„დათო იყო არაჩვეულებრივი მოსწავლე. თავაზიანი, კეთილი, ჩართული იყო ყველა ღონისძიებაში, უყვარდა ყველას იმიტომ რომ იყო დიდი, შესამჩნევი და უყვარდა ყველა ადამიანს. დათო იყო ის ბიჭი, რომელიც ცეკვავდა მუდმივად დერეფანში, რეპავდა და ამბობდა, რომ „მე ვარ ბიჭი პოზიტივი.“ ასეთი იყო დათო. ჩვენ ჩავატარეთ სასკოლო ოლიმპიადა სპორტის რამდენიმე სახეობაში.​ დათო იყო ის ადამიანი, რომელიც აგროვებდა ამ ბავშვებს ოლიმპიადისთვის და დირექციასთან ერთად, დიდი სიხარულით გადასცემდა ბავშვებს პრიზებს და თასებს.

"ვერ ნახავთ ამხელა სკოლაში (ძალიან დიდი სკოლაა ეს) ადმიანს, რომელიც გეტყვით, რომ როდესმე დათოსთან რაიმე სახის კონფლიქტი ჰქონია, ეს არის რა თქმა უნდა ტყუილი,“-ამბობს თბილისის #51-ე საჯარო სკოლის დირექტორი მანანა თურქაძე.

გარდაცვლილი მოზარდის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე გამოეხმაურა. ზაზა სარალიძემ 51-ე სკოლის ადმინისტრაციას სთხოვა გაევრცელებინა განცხადება დავით სარალიძის პიროვნების შესახებ.

შესაძლო ბულინგის და მისი შესწავლის აუცილებლობაზე განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარია დაინტერესდა, შეისწავლა თუ არა 51-ე სკოლის ადმინისტრაციამ შემთხვევა, რასაც ორი მოზარდის მკვლელობა მოჰყვა.

დღის ამბები