14 ოქტომბერი 2019,   11:06
ვრცლად
მდინარე ჭოროხზე ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათგან სამი ტურისტია, ერთი კი ადგილობრივი

უბედური შემთხვევა აჭარაში - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდინარე ჭოროხზე ოთხი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილებს შორის 3 ტურისტია და ერთი ადგილობრივი.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი გასაბერი ნავით სეირნობდნენ. ნავი კირნათის ჰესთან დაზიანდა და ნავში მყოფები ადგილზე დაიღუპნენ.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და სამართალდამცველები. ტერიტორტიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე რჩებიან. 

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები