23 აგვისტო 2019,   16:10
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობა - მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. როგორც შსს-მ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, გამოძიებით მოპოვებული ახალი მტკიცებულებების საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე. მუხლი, რომლითაც ის დააკავეს, გულისხმობს ზემოქმედების განხორციელებას გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე.

უწყების ინფორმაციით, მორჩაძის დაკავება მკვლელობის ძირითადი საქმიდან გამოყოფილი იმ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განხორციელდა, რომელზეც გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.

დღის ამბები