19 აპრილი 2024,   16:21
ვრცლად
„გადადგეს თეა წულუკიანი“ - იუსტიციის სახლთან აქცია იმართება

„გადადგეს თეა წულუკიანი“ - ამ ლოზუნგით იუსტიციის სახლთან აქცია იმართება. აქციაში არასამთავრობო სექტორო და სამოქალაქო აქტივისტები იღებენ მონაწილეობას.

ისინი 10-ზე მეტ მიზეზს ასახელებენ, რის გამოც იუსტიციის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს, მათ შორის არის სასამართლოს სისტემის განუხორციელებელი რეფორმა.

სამოქალაქო აქტივისტების მტკიცებით, აუცილებელია იუსტიციის ახალმა მინისტრმა წარადგინოს საზოგადოებისთვის სანდო მთავარი პროკურორობის კანდიდატები.

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან მიიტანეს ტრანსფარანტები წარწერით:
„მინისტრობის 6 წელი - რეფორმა 0, Just Taxi“, „აქ ხე არავინ არ არის“, „ბიძინა, პროკურორს შენ არ ირჩევ“.

დღესვე სამოქალაქო აქტივისტმა ანა სუბელიანმა, სხვა სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად, იუსტიცის სახლში შავი ბუშტები გაუშვა წარწერით „თეა წადი.“ ამ ფორმით მათ იუსტიციის მინისტრის გადადგომა მოითხოვეს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები