14 ოქტომბერი 2019,   03:50
ვრცლად
მაგდა პაპიძე საქართველოს წინააღმდეგ - სასტიკ დანაშაულში მსჯავრდებულის სარჩელი ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო

მაგდა პაპიძე საქართველოს წინააღმდეგ - შვილისა და მეუღლის მკვლელობაში მსჯავრდებული ქალი, საკუთარი უფლებების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში აპირებს.

სასტიკ დანაშაულში მსჯავრდებულის სარჩელი ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო. პაპიძის სარჩელში უმძიმეს ფაქტებზეა საუბარი, როგორ აწამებდნენ ქალს დიდი დიღმის განყოფილების პოლიციელები, წინასწარო მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე და როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად, რამაც დაკავებულის ორსულობის შეწყვეტა გამოიწვია.

ამ ფაქტებზე ძალოვანი სისტემის წინააღმდეგ ადვოკატის განცხადებით მტკიცებულებები უკვე ევროსასამართლოში დევს.

იურისტის მტკიცებით, სასტიკ დანაშაულში ბრალდებულის წამებას სამართალდამცველები დანაშაულის აღიარების მოტივით ახდენდნენ.

მაგდა პაპიძეზე რომ სამართალდამცველებმა იძალადეს, ამას თავად დაკავებული ჯერ კიდევ პირველ პროცესზე აცხადებდა. პოლიციის განყოფილებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია მსჯავრდებული ქალის ოჯახის წევრებსაც აქვთ.

რა გადაწყვტილებას მიიღებს ევროსასამართლო უცნობია, თუმცა, მაგდა პაპიძის მიმართ ძალადობის ან წამების ფაქტი საქართველოს პროკურატურამ ერთწლიანი გამოძიების შედეგად ვერ დაადასტურა და საქმე შეწყვიტა.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი კი აცხადებს, რომ პროკურატურამ გამოძიება არასრულად ჩაატარა. ამის გამო ადვოკატი ევროსასამართლოს პაპიძის მიმართ მეცამეტე მუხლის დარღვევის დადასტურებასაც ითხოვს.

მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა და ძმა ნაფიცმსაჯულთა ვერდიქტის შემდეგ მაგდა პაპიძის ბედით აღარ დაინტერესებულან.

მაგდა პაპიძე 2016 წლიდან უვადო პატიმარია. მას მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის სასტიკ მკვლელობას ედავებიან. სტრასბურგის სასამართლო საქმის განხილვას უახლოეს პერდიოდში დაიწყებს.

დღის ამბები