19 ივლისი 2019,   04:23
ვრცლად
განსხვავებული და მსოფლიოში აღაირებული სპექტაკლები - თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იხსნება

რვა ერთმანეთისგან განსხვავებულ, ვიზუალურად გამორჩეულ და მსოფლიოში აღიარებულ სპექტაკლს საქართველო თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში უმასპინძლებს.

9-წლიან საფესტივალო ტრადიციას ქართული თეატრალური სამყარო უცვლელად აგრძელებს - მასპინძლობს მსოფლიოში აღიარებულ სპექტაკლებს, უცხოელ და ქართველ მაყურებელს და ვარსკვლავებს.

დედაქალაქში ცნობილ მსახიობს - მიხეილ ბარიშ-ნიკოვს ელოდებიან. ის წლევანდელ საიუბილეო ფესტივალს გახსნის.

საერთაშორისო პროგრამის გარდა გაიმართება ქართული სპექტაკლების ჩვენებაც, მოეწყობა გამოფენები და დისკუსიები.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს 14 სექტემბერს გაიხსნება.

დღის ამბები