25 აპრილი 2024,   14:30
ვრცლად
დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაცია - ცხინვალიდან პაციენტის შემოყვანას ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება

მოძრაობა ძალა ერთობაშიას განცხადებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.

მოძრაობა ძალა ერთობაშიას ინფორმაციით, ღუდუშაურის საავადმყოფოში ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი მკურნალობს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.

ქეთევან ციხელაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და არ შექმნან აჟიოტაჟი.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში ხდება, როგორც ჩანს, გარკვეული პირების მხრიდან არაერთი დაუზუსტებელი და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება და ამით აჟიოტაჟის ატეხვა და გარკვეული დაძაბულობის შექმნა ძალიან მგრძნობიარე, მტკივნეულ და ძალიან მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი პასუხისმგებლობა ასეთ საკითხებთან მიმართებაში იმისთვის, რომ გარკვეული ქმედებები ან სპეკულაცია თუ განცხადებები არ აღმოჩნდეს ზიანის მომტანი არა მხოლოდ კონკრეტული საქმისთვის, არამედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ღუდუშაურის კლინიკა ადასტურებს, რომ პაციენტი ცხინვალიდან წითელი ჯვრის პროგრამით ნამდვილად შეიყვანეს. მას ქალა-ტვინის ღია ტრავმა აღენიშნებოდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები