16 ივნისი 2019,   21:59
ვრცლად
ღუდუშაურის კლინიკა ადასტურებს, რომ პაციენტი ცხინვალიდან "წითელი ჯვრის" პროგრამით ნამდვილად შეიყვანეს

ღუდუშაურის კლინიკა ადასტურებს, რომ პაციენტი ცხინვალიდან წითელი ჯვრის პროგრამით ნამდვილად შეიყვანეს. მას ქალა-ტვინის ღია ტრავმა აღენიშნებოდა.

მოძრაობა ძალა ერთობაშიას ინფორმაციით, ღუდუშაურის საავადმყოფოში ფილიპ ხაჩიროვის დაცვის წევრი, ასლან ჯიოევი, მკურნალობს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებდნენ.

„კლინიკაში 7 რიცხვში გამთენიისას შემოყვანილია ორგანიზაცია წითელი ჯვრის პაციენტი, რომელსაც აღენიშნებოდა ქალა-ტვინის ღია ტრავმა, გულმკერდის დაჟეჟილობა, ტვინის დაჟეჟილობა, ამასთანავე ქალა-ფუძის და ქალა-სარქვლის მოტეხილობა. სასწრაფო წესით გაყვანილი იქნა ნეიროქირურგების მიერ საოპერაციოში, რის შემდეგაც აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში,“ - განაცხადა ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილემ, მარინა გელანტიამ.

დღის ამბები