24 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
სუბელიანისთვის წაყენებული ბრალი ჯარიმას ან 2-4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანისთვის, წაყენებული ბრალი ჯარიმას ან 2-4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

რამდენიმე წუთის წინ შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის სსსკ-ის 376-ე მუხლით არის დაკავებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს. 

"სისხლის სამართლის კოდექსის" 376-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 

დღის ამბები