25 აპრილი 2024,   08:51
ვრცლად
გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები თელავის და თბილისის საავადმყოფოებში გადიან მკურნალობას

გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები თელავის და თბილისის საავადმყოფოებში გადიან მკურნალობას. თელავის კლინიკაში სულ 23 პაციენტი მიიყვანეს, მათგან 12 ბავშვია.

რამდენიმე დაშავებულები მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც პაციენტების ნაწილი თბილისის სხვადასხვა კლინიკაში რეანომობილებით გადაიყვანეს.

დაშვებულების სანახავად ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი ჩავიდა.

დავით სერგეენკო აცხადებს, რომ მათი მკურნალობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში იფარება. მინისტრის თქმით, თუ მათ გადაუდებელი მკურნალობის გარდა, სხვა ჩარევაც დასჭირდებათ, სამინისტრო პაციენტების შემთხვევებს ინდივიდუალურად განიხილავს.

„თელავის კლინიკას მომართა 23-მა პაციენტმა, მათი უმეტესობა აგრძელებს მკურნალობას. 3 პაციენტი გადაყვანილია თბილისში, თუმცა, საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა მძიმე არ იყო, ეს მათმა ახლობლებმა ამჯობინეს. კრიტიკული მდგომარეობა არცერთთან არ არის, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა დასჭირდეს. რეანიმაციაში იმყოფება 4 პაციენტი, ისინი იქ არიან მეთვალყურეობისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, დაზარალებულებთან საუბრიდან ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა საგზაო უსაფრთხოების თემასთან და ტექნიკური გამართვის საკითხებთან არის დაკავშირებული.

მარიამ ჯაშთან საუბრისას მშობლებმა აღნიშნეს, რომ კერძო კომპანიასთან იყვნენ შეთანხმებულები, რომ ექსკურსიაზე ავტობუსებით უნდა წასულიყვნენ, თუმცა, დილით ორი მიკროავტობუსი დახვდათ. მარიამ ჯაშის თქმით, აღნიშნული კომპანიის მიმართ კითხვები ჩნდება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური, აცხადებს, რომ მკაცრი რეგულაციები უნდა დაწესდეს მძღოლების მიმართ, რათა მათ დაიცვან მოძრაობის წესები.

გომბორზე დაშავებულები ასევე მოინახულა შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

გომბორზე ავარია დღეს დილით მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი.

თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები იმყოფებოდნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსში ხევში გადავარდა.

დღის ამბები