24 აპრილი 2024,   10:40
ვრცლად
სამი ბრუნი გააკეთა, პირველ ბრუნზე მე და დედაჩემი იქ ვიყავით, მეორე ბრუნზე ფანჯრიდან გვისროლა - გომბორზე მომხდარი ავარიის მონაწილე

„სამი ბრუნი გააკეთა, პირველ ბრუნზე მე და დედაჩემი იქ ვიყავით, მეორე ბრუნზე ფანჯრიდან გვისროლა,“ - გომბორზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სკოლის მოსწავლე იხსენებს. 

თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები იმყოფებოდნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსში ხევში გადავარდა.

სკოლის მოსწავლის თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, მუხრუჭის გაუმართაობამ გამოიწვია.

„მოსახვევში, მარშუტკაში რომ ვისხედით, ტორმუზს რომ აწვებოდა, ტორმუზი ჩავარდა თუ გაფუჭდა, არ ვიცი, მაგრამ ვაიმე, დავიღუპეთო, რომ იყვირა მძღოლმა, ყველანი ავყვირდით. მერე სამი ბრუნი გააკეთა, პირველ ბრუნზე მე და დედაჩემი იქ ვიყავით, მეორე ბრუნზე ფანჯრიდან გვისროლა, ფანჯრები სულ ჩაიმტვრა. მესამე ბრუნიც გააკეთა, სამი მშობელი მოკვდა და ერთი ბავშვი,“ - განაცხადა თვითმხილველმა.

ექსკურსიაზე ორი მიკროავტობუსით იყვნენ წასულები. სკოლის მასწავლებლის თქმით, ის მეორე მიკროავტობუსში იჯდა და როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ორი ადამიანი უკვე გარდაცვლლი დახვდათ.

გომბორზე ავარია დღეს დილით მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 23-მდე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები იმყოფებოდნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსში ხევში გადავარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები