26 ივნისი 2019,   08:59
ვრცლად
მარიამ ჯაში გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით კონკრეტული კომპანიის პასუხისმგებლობაზე საუბრობს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა, გომბორზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულები მოინახულა.

მისი თქმით, დაზარალებულებთან საუბრიდან ირკვევა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა საგზაო უსაფრთხოების თემასთან და ტექნიკური გამართვის საკითხებთან არის დაკავშირებული.

მარიამ ჯაშთან საუბრისას მშობლებმა აღნიშნეს, რომ კერძო კომპანიასთან იყვნენ შეთანხმებულები, რომ ექსკურსიაზე ავტობუსებით უნდა წასულიყვნენ, თუმცა, დილით ორი მიკროავტობუსი დახვდათ. მარიამ ჯაშის თქმით, აღნიშნული კომპანიის მიმართ კითხვის ნიშნები ჩნდება.

„პირველადი საუბრებით რაც ირკვევა, ჩვენ საქმე უნდა გვქონდეს უშუალოდ საგზაო უსაფრთხოების თემასთან და ასევე, ტექნიკური გამართვის საკითხებთან. რამდენადაც მშობლებმა ჩვენთან თქვეს, მათ ჰქონდათ შეთანხმება კონკრეტულ კომპანიასთან, კომპანიის სახელი, სამწუხაროდ, ჩემთვის არ არის ცნობილი და ეს გახდება ცნობილი, მე ვფიქრობ, მსვლელობის დროს. ისინი ელოდებოდნენ ავტობუსით მგზავრობას და დილით, პრაქტიკულად, მათ დახვდათ ორი მიკროავტობუსი და ამდენად, ამ კომპანიის მიმართ გაჩნდა გარკვეული კითხვები,“ - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

გომბორზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 23-მდე ადამიანი, რომლებიც სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მშობლები იმყოფებოდნენ, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მიკროავტობუსში ხევში გადავარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები