24 აპრილი 2024,   22:21
ვრცლად
სპეციალური ოპერაციების ძალების უწყებათშორისი სწავლება დასრულდა

სპეციალური ოპერაციების ძალების უწყებათშორისი სწავლება დასრულებულია. ერთობლივ წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულებისა და რეინჯერთა ბატალიონები, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმი მონაწილეობდნენ.

ქართული ქვედანაყოფების მომზადება ევროპაში აშშ-ის სპეცდანიშნულების ინსტრუქტორების მონაწილეობით განხორციელდა.

სპეციალური ოპერაციების ძალებმა, რეინჯერებმა, კონტრტერორისტული ცენტრის სპეცრაზმმა და აშშ-ის სპეცდანიშნულების წარმომადგენლებმა ობიექტების ერთობლივი შტურმი ავიაციის დახმარებით დაიწყეს, რაც პირობითი მოწინააღმდეგის განადგურებით და მძევლის გათავისუფლებით დამთავრდა.

დღის ამბები