20 აპრილი 2024,   11:09
ვრცლად
სოციალური დახმარება 7600-მდე მოქალაქეს მოუხსნეს - სახელისუფლებო გუნდის გადაწყვეტილებას დახმარების გარეშე დარჩენილები არ იზიარებენ

ხელისუფლებამ ბოლო ერთ წლის განმავლობაში სოციალური დახმარება 7600-მდე მოქალაქეს მოუხსნა. 2017 წლის არჩევნების წინ სოციალურ დახმარების მიმღებთა რიცხვი გაიზარდა და ოქტომბერში 457 ათას 540 მიაღწია. არჩევნების დასრულების შემდეგ, სოციალური დახმარებების მოხსნა დაიწყო და მაისის მონაცემებით 449 ათასამდე შეამცირდა.

თბილისში სოციალური დახმარებების მიმღებთა რიცხვი 600-ით გაზარდა. ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებით ამბობს, რომ თბილისში ხალხს უფრო მეტად უჭრის ვიდრე რეგიონებში.

ეკონომისტების თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება რეალობას არ ასახავს და საარჩევნო მანიპულაციის შედეგია.

ამავე ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების ფონზე სახელმწიფომ სოციალურად დაუცველებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი ათი ათასობით ლარი საერთოდ ვერ აითვისა.

მთავრობამ კი ეს მონაცემები დათვალა და განმარტა, რომ 7 ათასით შემცირებული სოციალურად დაუცველის ფონზე ქვეყანაში არათუ სიღარიბე შემცირდა, არამედ იმ ადამიანების რაოდენობა შემცირდა, რომელიც თავს უკიდურესად გაჭირვებულად მიიჩნევს.

"შაბათის კურიერის" რეპორტაჟის ყველა გმირისთვის სახელისუფლებო გუნდის ეს განმარტებები მიუღებელია. ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად და ლუკმა პურის მისაღებად იბრძვიან, მთავრობამ არც თუ ისე ღარიბებად ჩათვალა.

დღის ამბები