25 აპრილი 2024,   08:39
ვრცლად
ნიკა მელია სენაკში ოპოზიციის შეხვედრის დროს სუს-ის თანამშრომლის მიერ ფარული გადაღების ფაქტის შესახებ "შაბათის კურიერთან" საუბრობს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია, სენაკში ოპოზიციის შეხვედრის დროს სუს-ის თანამშრომლის მიერ ფარული გადაღების ფაქტის შესახებ შაბათის კურიერთან საუბრობს.

ოპოზიციის მტკიცებით, სენაკში ოპოზიციის რეგიონული შეხვედრის დროს სუს-ის თანამშრომელი ფარულ გადაღებას აწარმოებდა.

ნიკა მელიას თქმით, ეს ადამიანი აღიარებს, რომ ფარულ გადაღებას აწარმოებდა და მან ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს სთხოვა, რომ მედიას არ დაკავშირებოდა.

ნიკა მელიას თქმით, აღნიშნული პირი უკანონოდ შეიჭრა დაკეტილ სახლში, საიდანაც ახორციელებდა ფარულ თვალთვალს ოპოზიციის შეხვედრის.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, საორგანიზაციო საკითხებზე მიმდინარეობდა შეხვედრაზე მსჯელობა.

„შემთხვევით არ დაუნიშნავს ბატონ ივანიშვილს საკუთარი პირადი დაცვის უფროსი სუს-ის ხელმძღვანელად. ეს ხელისუფლება დგას, დიახაც, სუს-ზე, ეს ხელისუფლება არ დგას ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ჯანდაცვაზე, ეს ხელისუფლება დგას თავიდან ბოლომდე ხელისუფლების შენარჩუნებისთვის და ამისთვის აკეთებს ყველაფერს. ხვალ, ყველა იმ ადამიანს, ვისაც გააჩნია პროტესტი აქვს ამ უსამართლო სისტემის მიმართ, უნდა გამოვიდეს, ჩემი ღრმა რწმენით და უთხრას არა ამ უსამართლო სისტემას,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

სენაკში ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს ხვალისთვის რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით მართავდა. ხვალ პარლამენტის შენობასთან მოქალაქეები ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას გამოუცხადებენ.

დღის ამბები