21 აგვისტო 2019,   09:54
ვრცლად
ნაცემი რუსი მფრინავი მომხდარის მიზეზებზე საუბრობს და ინციდენტის პოლიტიკასთან კავშირს გამორიცხავს

ნაცემი რუსი მფრინავი მომხდარ ინცინდეტთან დაკავშირებით საავადმყოფოდან განმარტებას აკეთებს. ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ფიოდორ ჩელიშევი აცხადებს, რომ მომხდარს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მას ბიზნეს ინტერესებს უკავშირებს. მისი მტკიცებით, თითქმის ერთი წლის განმავლობაში იყო მუქარა და ფულის გადახდის მოთხოვნა, რაზეც უარი მიიღეს.

"ინცინდენტის დროს მათთან მივედი და ვიკითხე - რატომ გადაკეტეს ასაფრენთან გასასვლელი, ამ დროს მოხდა ჩემზე თავდასხმა. ნუ ისაუბრებთ პოლიტიკაზე ისაუბრეთ იმაზე, რომ საერთაშორისო ტრასაზე კონტროლს კრიმინალური დაჯგუფება ახორციელებს. ვფიქრობ მომხდარით მთავრობაც უნდა დაინტერესდეს, ეს ქვეყნის იმიჯზეც ცუდად მოქმედებს,"- აცხადებს ფიოდორ ჩელიშევი.

ფიზიკური დაპირისპირება ქართველ პარაპლანით მფრინავებსა და რუსეთის და უკრანის მოქალაქეებისგან დაკომპლექტებულ მფრინავთა ჯგუფს შორის დაბა გუდაურში მოხდა. ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. გამოძიება ძალადობის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე მიმდიანრეობს.

დღის ამბები