19 აპრილი 2024,   08:50
ვრცლად
მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების ახალი სისტემის მონტაჟი დასრულდა

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში უსაფრთხოების ახალი სისტემის მონტაჟი დასრულდა. ის მავნე და ფეთქებადსაშიში აირების კონცენტრაციის ავტომატურ კონტროლს განახორციელებს.

შედეგად კი მინიმუმამდე დაიწევს მომწამვლელი აირით ინტოქსიკაციის რისკი, ასევე მეთანის აფეთქების საშიშროება.

აღნიშნული სქემა სპეციალურად შემუშავდა მინდელის შახტისთვის და დამონტაჟდა ოთხივე საექსპლუატაციო უბანზე. ახალი სისტემისთვის მილიონ ასი ათასი ლარი დაიხარჯა. 

დღის ამბები