23 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
გამოვლენილი სუს-ის აგენტი - ენმ-ს წევრი სენაკში მომხდარ ინციდენტთან გამოკითხვაზე გვაინ ღამემდე იმყოფებოდა

“ნაციონალური მოძრაობის” სენაკის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გვიან ღამემდე დაკითხვაზე იმყოფებოდა. ლაშა კუჭავას გამოკითხვა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გუშინ სუს-ის აგენტის დაკავებას უკავშირდება, რომელიც სენაკში ოპოზიციის რეგიონული შეხვედრის დროს ფარულ გადაღებას აწარმოებდა. დაკითხვიდან გამოსულმა კუჭავამ სამხარეო პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე მუქარასა და ზეწოლაში დაადანაშაულა. ბრალდებას უარყოფს გიორგი კორსანტია, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს. შემთხვევა სენაკში ოპოზიციის რეგიონული შეხვედრის დროს მოხდა. სუს-ის თანამშრომელი ფარულ გადაღებას აწარმოებდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მტკიცებით, აღნიშნული პირი უკანონოდ შეიჭრა დაკეტილ სახლში და იქიდან ახორციელებდა ოპოზიციის შეხვედრის ფარულ თვალთვალს. სენაკში ოპოზიციური პარტიები რუსთაველის გამზირზე დღეისთვის დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით საუბრობდნენ. ისინი დავით სარალიძის მამას მხარდაჭერას უცხადებენ და აქციაზე მიდიან. 

დღის ამბები