24 აპრილი 2024,   00:40
ვრცლად
"მორიგი ლუკმა გადმოუგდეს ამ ხალხს მირზა სუბელიანის სახით და ეს იყო ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე"-ზაალ უდუმაშვილი

ნუ მომკლავ! - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას პოლიტიკოსებიც იმყოფებიან. ენმ-ს წევრის განცხადებით დღეს პოლიტიკოსები აქციაზე სიტყვით არ გამოვლენ, თუმცა ის მოთხოვნები, რაც იყო წინა აქციებზე, დღესაც არის უცვლელი.

„მთავარი მოთხოვნაა, რომ დაისაჯოს ყველა დამანაშავე და ამ დამნაშავეების დამცველები. დღეს ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების გზა გადის რუსთაველზე. ეს ხალხი არის ის ძალა, რომელიც მიაღწევს საბოლოო მიზანს და ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს აპოვნინებს სიმართლეს. მორიგი ლუკმა გადმოუგდეს ამ ხალხს მირზა სუბელიანის სახით და ეს იყო ხელისუფლების რეაქცია ამ ყველაფერზე,“- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

აქციას ესწრება ბაჩუკი ქარდავაც. ედპ-ს ლიდერის თქმით მირზა სუბელიანის დაკავება არის დაცინვა როგორც ხალხის, ასევე ზაზა სარალიძის და მისი ოჯახის.

„ეს იყო მოჩვენებითი ნაბიჯი რითიც შსს-მ გვითხრა, რომ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული ამ საქმის დამალვაში,“-განაცადა ბაჩუკი ქარდავამ და აღნიშნა, რომ მუხლი რომელიც მას წაუყენეს, გულისხმობს ჯარიმით გათავისუფლებასაც.

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით ასეთი ტრაგედია შესაძლებელია ნებისმიერ მოქალაქეს დაემართოს ამიტომ დღევანდელ აქციას უნდა შეუერთდეს ყველა იმისთვის, რომ დაიცვას თავისი შვილები, მათ შორის პოლიტიკოსებიც.

„მე არ მჯერა, რომ კაბინეტებში შეიძლება იმ პრობლემის მოგვარდება რომლის სათავეც არის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ და აღნიშნა, რომ ვერანაირი კომისია ვერ მოახერხებს ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას.  

ბაჩუკი ქარდავა თვლის, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უნდა გადადგეს.

დღის ამბები