26 ივნისი 2019,   09:02
ვრცლად
"მე არავინ და არაფერი გამაჩერებს.... ტყვიას თუ დამაჭედებენ შუბლში ის გამაჩერებს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

„მე და ზაზამ ეს სიმწარე ვიგემეთ და ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს დანაშაულებრივი ჯგუფები აღმოვფხვრათ და როგორც ჩვენ გაგვამწარეს ისე არ გაგამწარონ თქვენ,“-ეს განცხადება სპეცოპერაციის დროს საწოლში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

მისი თქმით უნდა დაისაჯოს სუს-ის მაღალჩინოსნები, ყველა ის, ვისაც ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის საზარელ მკვლელობაში და მკვლელების ხელის დაფარებაში მიუძღვის ბრალი.

„ჩვენ პანკისის  ხეობის ქისტები თქვენს ხელში გავიზარდეთ, ქართველების ხელში. ჩვენ იმიტომ ვართ ერთნი და ვიქნებით ერთნი. ჩვენ ქისტები ყოველთვის ვიდგებით თქვენს გვერდით. ჩვენ ვერავინ დაგვაშორებს. მე არავინ და არაფერი გამაჩერებს. უსაფრთხოების სამსახურია თუ რაც არის, ტყვიას თუ დამაჭედებს შუბლში ის გამაჩერებს,“-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ის, რაც პანკისში მოხდა  ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ ქისტები და ქართველები ერთმანეთისთვის დაეშორებინათ

ამავე თემაზე
დღის ამბები