24 აპრილი 2024,   19:56
ვრცლად
მირზა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ხორავას ქუჩის საქმის ხელახალი გამოძიების ფარგლებში დაკავებული მირზა სუბელიანის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. როგორც "რუსთავი 2"-ს საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, პროცესი 20:30 საათზე გაიმართება. 

ბრალი პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, მირზა სუბელიანს ცოტა ხნის წინ წაუყენეს. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სუბელიანს ბრალად ედება დანაშაულის შეუტყობინებლობა

"ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩა N4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის შემდეგ მ.ს.-სთვის ცნობილი გახდა გ.ჯ.-ს დანაშაულის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს,"-აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები