17 სექტემბერი 2019,   13:19
ვრცლად
ქართველმა პარაპლანისტებმა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა გადაკეტეს

ქართველმა პარაპლანისტებმა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა გადაკეტეს.

პარაპლანისტები ქვეშეთის მოსახლეობასთან ერთად გუდაურში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული ოთხი ქართველი პარაპლანისტის გათავისუფლებას ითხოვენ.

გუდაურში ქართველმა პარაპლანისტებმა გუშინ რუს მფრინავს, ფიოდორ ჩელიშევს სცემეს. ის ამ დროისთვის მკურნალობს.

ჟინვალის წყალსაცავთან საპატრულო პოლიციას გზა აქვს გადაკეტილი და „კურიერის“ გადამღებ ჯგუფს აქციის მიმართულებით წასვლასთან დაკავშირებით შეფერხება შეექმნათ.

გუდაურში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის და ნივთის დაზიანების ფაქტებზე მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დაპირისპირების პირველ ეტაპზე ქართველი პარაპლანით მფრინავები, შემთხვევით, უკრაინის მოქალაქეების მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე დაეშვნენ, რასაც უკრაინელების უკმაყოფილება და მხარეთა შორის კონფლიქტი მოჰყვა.

მომხდარიდან მეორე დღეს ქართველმა მფრინავებმა უკვე პარაპლანით საფრენ ტერიტორიაზე მისასვლელი გზა გადაკეტეს, რამაც რუს კოლეგებთან კონფლიქტი გამოიწვია.

დაპირისპირების შედეგად, ნაცემია რუსეთის ორი მოქალაქე. ქართველმა მფრინავებმა დააზიანეს მათი მანქანებიც. 

ამავე თემაზე
დღის ამბები